LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ხართ ადამიანები, როლებმაც 19-20 წლის ბიჭების დედები ატირეთ ციხეებთან. ეს არ დაგავიწყდეთ და ცოტა შეგრცხვეთ“ – ონისე ცხადაძის მიმართვა ბრალდების მხარეს

153
2025-03-05_22-18-58_059495

ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მაგრამ გირჩევდით, რომ ყველას გეშინოდეთ ღმერთის, – ამ სიტყვებით იუმორისტმა ონისე ცხადაძემ, რომელსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს მიმართა.

„მე მინდა, რომ ნული ირონიით, ნული ბოროტებით და კეთილი გულით პირველ რიგში თქვენ გისურვოთ თავისუფლება. მინდა რომ გამოცადოთ, რა მაგარი გრძნობაა, როცა არავის აზრზე არ ხარ დამოკიდებული, ვინ რას დაგავალებს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ხართ ადამიანები, როლებმაც 19-20 წლის ბიჭების დედები ატირეთ ციხეებთან. ეს არ დაგავიწყდეთ და ცოტა შეგრცხვეთ“, – აცხადებს ონისე ცხადაძე.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g