LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ხართ გამორჩეული თაობა და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით! – პრემიერი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

989
Untitled design

„ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიმართავს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი წერს, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მომავალ თაობას განათლების, თვითრეალიზების და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეუქმნას:

„დღეიდან თქვენ წინაშე სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მთავარია, – განვითარების ახალი პერსპექტივებით. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ გზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას.

მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თქვენ – ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ.

თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!“ – წერია ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაში.

ცნობისათვის, დღეს 19 მაისს, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში „ბოლო ზარი“ აღინიშნება.

 

ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს…

Posted by საქართველოს მთავრობა on ხუთშაბათი, 18 მაისი, 2023

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები