LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ ხართ ჰაერშივე ქვეყნის სირცხვილი” – რატომ აკრიტიკებენ ქართულ ავიაკომპანიას

95

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი ჟვანია ქართული ავიაკომპანიის მისამართით კრიტიკულ წერილს აქვეყნებს.

“ჯორჯიან ეარვეისს” ჟვანია ქვეყნის სირცხვილს უწოდებს.

მისი ეს დამოკიდებულება კი ბორტზე არსებულმა მომსახურებამ და საკვებმა გამოიწვია.

“პრაღა-თბილისის რეისი. Georgian Airways ეს რა არის? ან რა გაგიჭირდათ ბორტზე წვენი და კოკა-კოლა ამოიტანოთ? მარტო წყალი და ჩაი კონცლაგერია? ღვინოც კი არ ჩამოუტარებიათ. ადამიანი ქართული სამზარეულოს ქვეყანაში რომ მოდის და ამას და ქათმიან მაკარონს რომ აჭმევთ რაზე ფიქრობთ? ვეგეტარიანელების არსებობაზე გსმენიათ რამე? ფხალი მაინც ვერ იშოვეთ? ფასები გაქვთ სულ ნაირ-ნაირებს უნდა დაატარებდეთ. თქვენ ხართ ჰაერშივე ქვეყნის სირცხვილი”, – წერს ჟვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები