LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ხალხს” – ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა

189
1647724394-ზელენსკი--1024x683

“დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვითხოვთ კვლავ დახმარებას?” – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) დეპუტატებს.

მან, ისრაელს მოუწოდა, რომ უკრაინელ ხალხს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ და დასვა კითხვა, თუ რატომ არ დაუწესეს რუსეთს სანქციები. მისივე თქმით, ისრაელს საუკეთესო საჰაერო თავდაცვა აქვს და მათ უკრაინის დახმარება ნამდვილად შეუძლიათ.

ზელენსკი: ნატოს წევრი რომ ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა, თუ მზად ხართ, დაუყოვნებლივ მიგვიღეთ, რადგან ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან

„თქვენ უნდა გასცეთ პასუხი ამ კითხვებს და იცხოვროთ მათთან ერთად. უკრაინამ 80 წლის წინ გადაწყვიტა და გადაარჩინა ებრაელები. ისრაელის ხალხო, თქვენც გაქვთ არჩევანი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსები იყენებენ ნაცისტური პარტიის ტერმინოლოგიას და სურთ გაანადგურონ ყველაფერი.

„ნაცისტებმა ამას უწოდეს „ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“ , – აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:  ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები