LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობაც, როდესაც თავდაცვისთვის ასეთი განცხადების გაკეთება გვიხდება“ – გია ვოლსკი

216
a109927_119133_1730467132609185b

„შეიძლება წახვიდე ბერტოლტ ბრეხტის სცენარით და გრუშე ვაჩნაძესავით ხელი გაუშვა ბავშვს, ამ შემთხვევაში შენს ქვეყანას,  მაგრამ ეს არ მოიტანს კარგ შედეგს, ეს ნიშნავს ცუდ შედეგს ჩვენი ქვეყნისთვის და პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე საკმაოდ მძიმე იქნება“, – ეს განცხადება რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი  გადაცემაში „დღის თემა“ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს.

გია ვოლსკი ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია უსამართლო და დამამცირებელია.

„რეზოლუცია როდესაც ასეთი უსამართლოა, დამამცირებელია და შეურაცხმყოფელია, ჩვენ სიღრმეში უნდა ჩავიხედოთ. პრაქტიკულად, რამდენად წაადგება ჩვენს ქვეყანას გააკეთო ის, რასაც გკარნახობენ რეზოლუციით, არა და არა. სასიხარულო ამ განცხადებაში არაფერი არ არის, მაგრამ კანდიდატი ვერ იქნები თუ არ წახვალ ამ გზით, ვერ მიიღებ სამოქმედო გეგმას, თუ არ გააკეთებ ამას და რის გაკეთებასაც გვთხოვენ, ეს არის შენ საწინააღმდეგოდ ნაბიჯების გადადგმა. აქედან გამომდინარე, თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობაც,  როდესაც თავდაცვისთვის ასეთი განცხადების გაკეთება გვიხდება. მთავარი რა არის, ჩვენ არცერთი წუთით არ გაგვიჩერებია და არც გავაჩერებთ იმ სტანდარტებზე მორგებას, რომელიც არის საუკეთესო სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს გააჩნია“,- განაცხადა გია ვოლსკიმ „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს. ასევე, საქართველო უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g