ცნობილი პოეტის, მთარგმნელისა და აღმოსავლეთმცოდნის, გიორგი ლობჟანიძის მეუღლეს, ირინა ლობჟანიძეს კვლავ საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება.
როგორც გიორგი ლობჟანიძე წერს, მისი მეუღლის დაავადება, რომლის დიაგნოზიც გასულ წელს დაუსვეს, უკვე რემისიაშია, მდგომარეობის შესანარჩუნებლად კი ხანგრძლივი ძვირადღირებული გადასხმებია აუცილებელი.
„ვიცი, ახლა ამისი დრო არ არის: სხვა გასაჭირი ადგას ქვეყანასაც და ხალხსაც უფრო დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე შეიძლება მათთვის ჩემი საწუხარი იყოს.
გარდა ამისა, მერიდება უკიდურესად და, მით უფრო ერიდება იმას, ვისთვისაც თქვენი ეს დახმარება, რასაც გთხოვთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინც უეჭველ სიკვდილს უკვე გადაარჩინა სწორედ ხალხის უანგარო შეწევნამ და ახლა იმისათვის მოგმართავთ, რომ მთელი ეს ძალისხმევა წყალში არ ჩაიყაროს.
როგორც ჩემმა მეგობრებმა იცით, ირინას დაავადება უკვე რემისიაშია. მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ხანგრძლივი გადასხმები (16 გადასხმა), რომლის მთავარი პრეპარატი თურქეთში უნდა შევიძინოთ და ჩამოვიტანოთ ხოლმე პერიოდულად.
სიძვირისა და შენახვის პირობების სირთულის გამოც ამ წამალს ერთიანად ვერ შევიძენთ. ახლა რაც გვაქვს, ის დოზა ივნისის ბოლომდე გვყოფნის. მერე საზრუნავია და შესაბამისი სახსრები – მოსაძიებელი.
ვყიდი ჩემს ბინას (რომლის გაყიდვაც ამ პრობლემას, თუ საბოლოოდ არ გადამიწყვეტს, გარკვეულწილად შემიმსუბუქებს), მაგრამ სანამ ეს ამბავი მოხდება, მანამდე დიდი მორიდებით, კიდევ ერთხელ ვთხოვ საზოგადოებას დახმარებას: ვისაც რითი შეუძლია.
ამასობაში ვცდილობ სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებასაც. ხმამაღლა აცხადებენ, რომ ყველა ონკოპაციენტის იმუნოთერაპია სრულად ფინანსდება, მაგრამ რეალურად სულ სხვა სინამდვილის წინაშე ვართ! ამიტომ, სინამდვილეში ისევ ხალხის დახმარება უფრო გვეიმედება, ვიდრე რაღაც დაპირებები, რომელიც უცებ იმედს მოგცემს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდის, ფუჭი აღმოჩნდება ხოლმე!
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემი ანგარიშის ნომრებს:
#GE52TB7519545061600003 “, – წერს გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში.
ვიცი, ახლა ამისი დრო არ არის: სხვა გასაჭირი ადგას ქვეყანასაც და ხალხსაც უფრო დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე შეიძლება…
Posted by Giorgi Lobzhanidze on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2024