LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი ძალიან დიდი დახმარებით, ანას გავუკეთეთ თავის ქალის პლასტიკა, აღარ აქვს არც ერთი სტომა, მეტყველებს, ახლა კვლავ ვდგავართ გამოწვევის წინაშე“ – ავარიის დროს მძიმედ დაშავებულ ანი ქართლელიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

315
ანა ქართლელიშვილი

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრს, ანა ქართლელიშვილს, რომელიც გასული წლის 14 ოქტომბერს, გურჯაანში, ვაჩნაძიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

„მეგობრებო, ვიცი, მძიმე დროა, დიდი გამოწვევებით – მილიონი ჯარიმა, პატიმარი, ყადაღა და მუდმივი პროტესტი… მაგრამ ისევ ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება“ – ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებულ ანა ქართლელიშვილი საზოგადოების დახმარება სჭირდება

ანი ქართლელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანესთეზიოლოგი, კოალიციის წევრი ანი ქავთარაძე ავრცელებს და მოქალაქეებს ანი ქართლელიშვილის დახმარების მიზნით, გაერთიანებას სთხოვს.

„მეგობრებო, ვიცი, მძიმე დროა, დიდი გამოწვევებით – მილიონი ჯარიმა, პატიმარი, ყადაღა და მუდმივი პროტესტი, დიდი, ფინანსური კრიზისებით… მაგრამ ისევ ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება.

ყველას გახსოვთ, ჩვენი, „ახალის“ ქართლელას, ანა ქართლელიშვილის ამბავი.

თქვენი, ძალიან დიდი დახმარებით, ანას გავუკეთეთ თავის ქალის პლასტიკა, აღარ აქვს არც ერთი სტომა, მეტყველებს და დამოუკიდება დამოუკიდებლად. დაასრულა შინ რეაბილიტაციის პროცესი და დაიწყო კენ ვოლკერის კლინიკაში.

შესაბამისად, ივნისიდან ხარჯები მნიშვნელოვნად შეგვიმცირდება (აღარ იქნებიან მასთან 24სთ. ექთნები, არ ივლის რეაბილიტოლოგი) ახლა კვლავ ვდგავართ გამოწვევის წინაშე, შინ რეაბილიტაციის თანხა (მაისის თვის), ბინის და სხვა, წვრილმანი საჭიროებები გვაქვს, თქვენ მიერ შეგროვილი თანხა კი ამოგვეწურა.

ამიტომ, გთხოვთ კვლავ დახმარებას!

ქართლელას დიდი წვლილი აქვს ნამდვილი, ევროპული საქართველოსთვის ბრძოლაში და იმსახურებს, ძალიან მალე დაუბრუნდეს პროცესს ჯანმრთელი.

ანგარიშის ნომრები:

BOG: #GE83BG0000000589545431

TBC: #GE06TB7157736010300019 “, – წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

„ჩვენმა ქართლელამ ურთულესი გზა გამოიარა, ჯერ კიდევ ზონდით იკვებება და ტრაქეოსტომული მილი უდგას, დანახარჯი თვეში დაახლოებით 16 000 ლარს შეადგენს“ – ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებულ ანა ქართლელიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

მეგობრებო, ვიცი, მძიმე დროა, დიდი გამოწვევებით- მილიონი ჯარიმა, პატიმარი, ყადაღა და მუდმივი პროტესტი, დიდი, ფინანსური…

Posted by Ani Kavtaradze on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g