LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი მოლოცვით და დალოცვით ფრთები შემასხით. მეშინია, არ გავფრინდე“ – გია დავითიანის მეუღლის, ეკატერინე არჩვაძის ემოციური მადლობა

390
ეკატერინე არჩვაძე

რამდენიმე დღის წინ გია დავითიანის მეუღლე, ეკატერინე არჩვაძე იუბილარი იყო.

ეკატერინემ უამრავი თბილი მილოცვა და სურვილები მიიღო.

მეუღლეს უთბილესი სიტყვებით დაბადების დღე გია დავითიანმა მიულოცა.

„ეკუნას გაუმარჯოს, ჩემს მაგარ გოგოს“, – დაწერა მომღერალმა.

ეკატერინე არჩვაძეს დაბადების დღეზე შვილებმა უმღერეს და ულამაზესი თაიგული მიართვეს.

მომღერლის მეუღლე სოციალურ ქსელში ყველას მადლობას უხდის.

„მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც მომილოცეთ დაბადების დღე და ბევრი სითბო და სიყვარული მაჩუქეთ! თქვენი თბილი სიტყვები ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მიხარია, რომ ასე ვგრძნობ თქვენს სითბოს! თქვენი მოლოცვით და დალოცვით ფრთები შემასხით. მეშინია, არ გავფრინდეეეე! მადლობაააა. მიყვარხართ!“, – წერს ეკატერინე არჩვაძე სოციალურ ქსელში.

„ეკუნას გაუმარჯოს, ჩემს მაგარ გოგოს“ – გია დავითიანი მეუღლეს, ეკატერინე არჩვაძეს დაბადების დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g