LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან. თხოვნა მაქვს, რომ პროდუქცია გაიაფდეს ისე, რომ გაცილებით მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა“ – ნინო წილოსანი რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელს

254
ნინო წილოსანი

„მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან“, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა რძის პროდუქტების კომპანიის წარმომადგენელს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

ნინო წილოსანი: „დღგ ის გადასახადი არაა, რომელიც სადღაც არის დარეზერვებული, ის ისევ მოქალაქეებთან მიდის, ამით საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება“

„რძის პროდუქტები არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქცია ჩვენი შვილებისთვის და საოჯახო მეურნეობები ალბათ ყველაზე მეტს ამ კუთხით ხარჯავენ. წუხილი და შეშფოთება არის რძის პროდუქტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით.

მესმის, რომ ეს თქვენი კეთილი ნებაა, ისაუბრებთ თუ არა რაიმე „ქეშბექების“ პროცენტებზე თუ იმ გადასახადებზე, რომელიც აძვირებს თქვენს პროდუქციას, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებულია ჩვენი შვილები როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან.

ამიტომ, თხოვნა მაქვს, რომ თქვენი თანამშრომლობა ამ კომისიასთან საბოლოო მიზანს ემსახურებოდეს, რომ ეს პროდუქცია შეძლებისდაგვარად გაიაფდეს ისე, რომ გაცილებით მეტის მოხმარება შეძლონ საოჯახო მეურნეობებმა“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g