LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი შიშით ფოტო ვერ დამიდია და ვერ მიხუმრია საკუთარ შვილზე.. მლანძღავთ და მამუნათებთ“ – ნინი შერმადინი გამომწერებს მიმართავს

398
ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მის მიმართ განხორციელებულ ბულინგზე წერს. ნინი შერმადინი ასეთ ადამიანებს ბედნიერებას უსურვებს, რომ მის სალანძღავად დრო აღარ რჩებოდეთ.

„საუკეთესო მეგობარი“, „ჩემი ნაშიერი“ – ნინი შერმადინი ულამაზესი ქალიშვილის ფოტოებს გვიზიარებს

„თქვენი შიშით ფოტო ვერ დამიდია და ვერ მიხუმრია საკუთარ თავზე ან შვილზე, მეტი საქმე რო არ გაქვთ და აზიარებთ, მერე მლანძღავთ და მამუნათებთ 😂😂😂 ამის მერე თქვენ შეგეკითხებით როგორი მოსაფერებელი სიტყვებით მოვიხსენიო ჩემი შვილი, მწყერს და დელფინსაც ვეძახდი მე ყეყეჩი 😂😂😂😂😂 ბოდიში ხალხნო 🙏 ერთი ის ვიცი რომ ხალხთანაც და საკუთარ თავთანაც ის ვარ რაც ვარ და ნიღბით არ მიცხოვრია, ორსახა ნამდვილად არ ვარ მიუხედავად იმისა რო ხალხი მცნობს. ამიტომ რაც ვარ სახლში ის ვარ გარეთაც, სცენაზეც და ეკრანზეც. ერთი ჩვეულებრივი მოკვდავთაგანი თავისი შეცდომებით თუ უშეცდომოდ. არასდროს არავინ განმიკითხავს და დამიბულინგებია. თქვენ რა გემატებათ ამით? სხვისი ლანძღვა სიამოვნებას, რომ განიჭებთ მართლა ძალიან ცუდადაა საქმე… გისურვებთ იმდენად ბედნიერები იყოთ, რომ ჩემს სალანძღავად არ გრჩებოდეთ დრო! გმადლობთ
ნახვამდის!“, – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები