LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენი შრომის 40.66% მიდის ბიუჯეტში: ეკონომისტი ოთო აბესაძე

138
ოთო აბესძე

„თქვენი შრომის 40.66% მიდის ბიუჯეტში. ახლა იმაზე დაფიქრდით – თქვენი შრომის 40.66% ს როგორ ხარჯავენ,“ – ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეკონომისტი ოთო აბესაძე წერს.

„მარტივ და ადამიანურ ენაზე ავხსნათ თუ როგორ არის რიგითი ადამიანი ხელისუფლების ეკონომიკური წყარო.

დავიწყოთ ოფიციალური მონაცემების განხილვით. საქართველოში საშუალო ხელფასი არის 1 328 ლარი. აქედან 20%-ს სახელმწიფო გაჭრით საშემოსავლო გადასახადის სახით და ხელზე იღებთ 1062 ლარს და 40 თეთრს.

ნუ გგონიათ, რომ თქვენი და სახელმწიფოს ურთიერთობა ამით სრულდება.

თქვენ ყოველდღიურად ყიდულობთ პურს, რომელიც ღირს 1.2 ლარი. აქედან აქციზის გადასახადს 18%-ს იხდით თქვენ (მყიდველები). შესაბამისად, ყოველი 1 პურიდან 21.6 თეთრი მიდის ბიუჯეტში, ხოლო 0.98 თეთრი მიდის მწარმოებელთან.

ესეა აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში. თქვენ როდესაც მოგინდებათ პური, შაურმა, შოკოლადი, ჰამბურგერი, ახალი ტანსაცმელი და უამრავი რამ, სახელმწიფო ამ სურვილისთვის ჯამში “გსჯით” 18% – ით.

განსხვავებული ვითარებაა საწვავის შემთხვევაში, სადაც ზემოთხსენებულ დღგ-ს 18%- ს ემატება აქციზის გადასახადი. დღევანდელი რეალობიდან რომ ამოვიდეთ (საწვავის ფასი საშუალოდ 3 ლარი) ერთი ლიტრი საწვავიდან 90 თეთრი შედის ბიუჯეტში აქციზი+დღგ.

უფრო რომ გავამარტივოთ: თუ თქვენ: დაგერიცხათ ხელფასი 1 328 ლარი.

  • საწვავს იხმართ თვეში 150 ლიტრს (450 ლარი);
  • პური, სურსათი და ა.შ იყენებთ საშუალოდ 400 ლარს;
  • საშუალოდ 100 ლარს იხდით კომუნალურ სერვისებში;
  • 50 ლარს მოიხმართ მობილური ინტერნეტი, სალაპარაკო და ა.შ;
  • 60 ლარს ხარჯავთ მედიკამენტებში.

რეალურად სახელმწიფო თქვენგან იღებს:

  • ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი 20% ანუ 296 ლარს;
  • საწვავიდან 135 ლარს;
  • პური, სურსათი და ა.შ. 72 ლარს;
  • კომუნალურებიდან 18 ლარს;
  • მობილური/ინტერნეტი 9 ლარს;
  • მედიკამენტებიდან 10.8 ლარს.

ჯამში, საშუალო სტატისტიკური ქართველისგან, რომელიც ოფიციალური „საქსტატის“ მონაცემებით თვეში გამოიმუშავებს 1 328 ლარს, სახელმწიფოს მიაქვს 540 ლარი. სიგიჟეა ხომ? არა, რეალობაა! თქვენი შრომის 40.66% მიდის ბიუჯეტში. ახლა იმაზე დაფიქრდით თქვენი შრომის 40.66% ს როგორ ხარჯავენ,“-წერს აბესაძე.