„თქვენ დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ხელში აიღეთ არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის ბედი. ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, როგორც დღევანდელი დღის, ეპოქის გმირები“, – ასე მიმართა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს და ისინი სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოვა.
„ადვილი არ არის, რომ მიხვიდე იქვე, სადაც არიან ეს მხეცები, მათ წინაშე დაგდე, გაბედო, კითხვები დაუსვა, როდესაც გაზს უშვებენ, მაინც არ გაინძრე და შენს ხალხთან ერთად დარჩე.
როდესაც ჟურნალისტებს მართლა ფეხქვეშ თელავენ – ეს არ არის ფორმულა, ეს რეალობაა – არ დანებდე და არ შეგეშინდეს. მე თქვენს მაგივრად მართლა ვერ გავბედავდი…
თქვენი თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ, ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ჟურნალისტები გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის დააჯიდლოვა.