LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენს დასკვნას შეესაბამება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მოტაცების შემდეგ იწყებენ მე-18 დაწესებულების აღჭურვას? – სააკაშვილის ადვოკატი კონსილიუმს

110
ბექა ბასილაია

კრიმინალი ჩაიდინა ხელისუფლებამ. მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, პოლიტიკური მძევლობიდან უკვე გადაიქცა „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების მხრიდან შურისძიების სუბიექტად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან განუცხადა.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, ადვოკატები დღეს სააკაშვილის ნახვას შეეცდებიან.

ადვოკატი ამბობს, რომ 40 წუთია გლდანის ციხესთან არიან და მათ საშვი არ გამოუწერეს, მაშინ როცა საშვის გამოწერას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

„მათ სურთ, დაუსრულებლად გაიწელოს ეს პროცესი და მიშა სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა გაგვიწელონ,“-აცხადებს ბასილაია.

მანამდე ბექა ბასილაიამ კონსილიუმს მიმართა:

„ხომ ხართ პროფესიონალები და მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, თქვენს დასკვნას შეესაბამება ის, რაც აქ ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მოტაცების მერე იწყებენ მე-18 დაწესებულების აღჭურვას“? – კითხულობს უფლებადამცველი.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ მიიტანეს, იმას ნიშნავს, რომ მე-18 დაწესებულება მზად არ იყო კონსილიუმის მოთხოვნები შეესრულებინა.

მე მინდა მივმართო ასევე კონსილიუმის ექიმებს. ამდენი ხნის მანძილზე, ჩვენ თქვენ მიმართ არ გვქონდა ასე საჯაროდ რამე პრეტენზია გაცხადებული, ხომ ხართ პროფესიონალები და მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, თქვენს დასკვნას შეესაბამება ის, რაც აქ ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მოტაცების მერე იწყებენ აღჭურვას მე-18 დაწესებულების? თქვენ დასკვნას შეესაბამება ის, რომ თვენახევრის მანძილზე მოშიმშილე ადამიანი გადაიყვანონ იქ, იძულებით და მოტყუებით, სადაც მის მიმართ ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება, ეს პაციენტის უფლებების უზრუნველყოფაა?“, – განაცხადა ბასიალაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g