„ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ, თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს.
მმართველი გუნდის წევრი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს აფასებს.
„ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია“ – ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებაზე
პრეზიდენტი, შსს-ს განცხადებას ეხმაურება.
„ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ ხოლო მათ, ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, არსებობს კანონი და დემოკრატიის დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება – არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის მუხლებით, პატიმრობით… მუხლი 222” – წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.
ოპოზიციური პარტიები კვირას 21:00 საათზე აქციას აანონსებენ
„24 ნოემბერს 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე“