ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“, ლიკა გაგნიძე გაბედნიერდა.
ყველასთვის ცნობილმა ინფლუენსერმა, რომელიც მთელმა საქართველომ პოზიტიური ვიდეოებით შეიყვარა, ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.
ლიკამ ქორწინების წვეულებიდან კადრები თავის გამომწერებს გაუზიარა, სადაც პატარძალი ულამაზეს თეთრ კაბაში ბრწყინავს.
ლიკამ სოციალურ ქსელში ხუმრობით დაწერა:
„კაბა მიშლიდა ხელს ,თორემ ისე მაგრად ვიცი (ცეკვა)“.
წყვილს გამომწერები ულოცავენ და წერენ, რომ ლიკამ ეს ბედნიერება დაიმსახურა:
„იბედნიერე შენს რჩეულთან ერთად… ლამაზი და კარგი გოგო ხარ ძალიან, გილოცავ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ… თქვენს სიყვარულს გაემარჯვოს მუდამ ყველა დაბრკოლებაზე“
ვიდეო: „ნერვიულობას რომ გადალახავ, ქიმიები ჩვეულებრივი გადასხმაა…“ – გოგო, რომელმაც სიმსივნე 1 წელში დაამარცხა, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს
„ნერვიულობას რომ გადალახავ, ქიმიები ჩვეულებრივი გადასხმაა…“ – გოგო, რომელმაც სიმსივნე 1 წელში დაამარცხა, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს
ცნობისთვის, ლიკა გაგნიძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, მაგალითია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ დაავადებას ებრძვის.
1 წლის წინ ლიკამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავისი დიაგნოზი თავის გადაპარსვით აცნობა გამომწერებს.
„[სიმსივნე] ერთ წელში დავამარცხე და თავის გზაზე გავუშვი. ადამიანების მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა“, – ამბობდა ლიკა.