LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენთან ერთად გათენებული დილა დიდი ბედნიერებაა” – “დილა მშვიდობისა საქართველომ” არხის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა

407
BeFunky-collage (2)

“რუსთავი 2” ახალ სეზონს ახალი და ძველი, მონატრებული გადაცემებით იწყებს.

უახლოესი გეგმებისა და ამბიციურ პროექტებზე არხის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას ტელეკომპანიის 27 წლის იუბილეზე ამცნო.

თუმცა, ახალ გადაცემებთან ერთად დილის ტრადიციული მისალმება უცვლელი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ “დილა მშვიდობისა, საქართველო” მაყურებლის განწყობაზე ყოველ დილით იზრუნებს.

გადაცემის წამყვანებმა არხის გრანდიოზულ იუბილეზე ტელეკომპანიაში გატარებულ წლებზე ისაუბრეს.

ავთო გვასალია:

ჩემი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ურთიერთობა იწყება ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ვიყავი მეხუთე კლასში. ძალიან მიყვარდა და მომწონდა ყველა გადაცემა, ამიტომ დიდი სურვილი მქონდა მიკროფონის ღრუბელი მოეცათ ჩემთვის. სწორედ ამ მიზნით, რამდენჯერმე მოვედი ტელევიზიის შენობასთან.  მახსოვს კურიერის წამყვანი ანუკა ქინქლაძე შემხვდა, უბედნიერესი ვიყავი ტელეწამყვანის ლაივში ნახვის საშუალება რომ მომეცა.

დღეს კი მე და ანუკა თანაწამყვანები ვართ, რაც ძალიან მიხარია. თითქმის ყოველ კვირა დავდიოდი და ვესწრებოდი „კომედი შოუს“ გადაცემებს. სანამ აქ მოვიდოდი გარკვეული გამოცდილება სხვა ტელევიზიაში დავაგროვე, თუმცა  მივხვდი რომ განვითარება მჭირდებოდა. ჩემი მომზადებული სიუჟეტებიც კი გავუგზავნე მაშინდელ რუსთავი 2-ის დირექტორს. გასაუბრების შემდეგ გიორგი ლაფერაშვილმა მითხრა, რომ გავხდებოდი ამ არხის თანამშრომელი, თუმცა ეს იქნებოდა გამოსაცდელი ვადა, რომელიც გადავლახე.

ანი გიუნტერი:

ჩემი ამბავი „რუსთავი 2“-ში დაიწყო მაშინ, როდესაც ავთო გვასალია, სულ რაღაც 8 წლის იყო. ასაკის მიუხედავად „რუსთავი 2“-ზე მომუშავე ყველა ადამიანს აერთიანებს თავდაუზოგავი შრომა და თავგანწირული სიყვარული არხის და საკუთარი საქმის მიმართ.

15 წელია ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. ყველა თქვენთან ერთად გათენებული დილა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. მგონია , რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნება, რისი გაზიარებაც შემიძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g