ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანია “შელმა“ რუსეთისგან ნედლი ნავთობის პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ნავთობკომპანია რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას გააგრძელებს.
მედიაში გავრცელებული ამ ინფორმაციის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნავთობკომპანია „შელს“ მიმართავს – “თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის?”.
„მეუბნებიან, რომ „შელმა“ წუხელ მალულად შეიძინა რუსული ნავთობი. ერთი კითხვა მაქვს „შელთან“: თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? მოვუწოდებ მთელ მსოფლიოში ყველა გონიერ ადამიანს, მოითხოვონ ტრანსნაციონალური კომპანიებისგან, შეწყვიტონ ყველანაირი საქმიანი კავშირები რუსეთთან“, – წერს კულება.
I am told that Shell discretely bought some Russian oil yesterday. One question to @Shell: doesn’t Russian oil smell Ukrainian blood for you? I call on all conscious people around the globe to demand multinational companies to cut all business ties with Russia.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 5, 2022