27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მთაწმინდის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
მთაწმინდის პარკი სტუმრებს ამჯერად ორ ლოკაციაზე – პარკის ცენტრალურ მოედანსა და საბაგიროს ზედა სადგურთან ელის.
მთაწმინდის პარკში დაგხვდებათ: საახალწლოდ მორთული სივრცეები, ანიმაციური გმირები, დრამერების მუსიკალური წარმოდგენები, სანტა კლაუსები და ელფები. მოეწყობა უამრავი აქტივობა როგორც პატარებისთვის, ისე მშობლებისთვის.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
