ტრაგედია კახეთში – თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრები მამაკაცი და მისი ორი შვილი ტბაში დაიხრჩვნენ.
გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი და მისი 9 და 10 წლის შვილები.
არსებული ინფორმაციით, მამასა და შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და გუშინ იპოვეს.
ისინი სოფელ ფოლადაანთკართან არსებულ ტბაში დაიხრჩვნენ.
„ფორტუნა“ დეტალებს შსს-ში არკვევს.