LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა… ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ“ – აჭარის ფინანსთა მინისტრი

492
2025-02-16_01-44-17_682750

ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა… ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ, – ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მივიდა.

„მაშინ ღობავენ მთავრობის წევრები რომ მოდიან…წავიდნენ და ახსნეს ღობე“ – ადგილობრივები ე.წ. ოცნების ქალაქში დატრიალებულ ტრაგედიაზე

ჯაბა ფუტკარაძის გამოჩენას, მოქალაქეების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების ზომების დაცვის უგულებელყოფაზე საუბრობდნენ.

„ოცნების ქალაქის“ დასახლებაში პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ბარაკების დემონტაჟი მოხდა. სხვადასხვა პირები აქ აჟიტირების შემოტანას ცდილობენ. გთხოვთ დამშვიდდით, ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, უშუალოდ “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ბარაკების დემონტაჟი მოხდა და ისინი ბინებში არიან გადაყვანილი.

ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება იქნება შესაბამის ზომები. დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ. ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა. მოსახლეობა აღელვებულია”,- აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ მედიასთან საუბრისას.

„ორი ბავშვი დაიღუპა უსაფრთხოება სად არის დაცული?”, – მიმართეს შეკრებილებმა მოქალაქეებმა ფუტკარაძეს.

ე.წ ოცნების ქალაქში სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ბათუმში, ადგილზე, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა, ადგილობრივი მთავრობის წევრებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g