LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრაგედია, რომელსაც რაჭაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანები შეიწირა… ეს იყო და არის ტრაგედია რომელსაც დრო ვერ განკურნავს“ – როგორ ეხმაურება შოვის ტრაგედიას გადარჩენილი დავით ჯელაძე უმძიმესი დღიდან გასულ ერთ წელს

136
დავით ჯელაძე შოვის ტრაგედია

შოვის ტრაგედიას გადარჩენილი დავით ჯელაძე, რომელიც ყველას კარგად ახსოვს, როგორი თავგანწირვით ამოჰყავდა სტიქიის ზონიდან ბავშვი, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„ერთი წელი გავიდა ჯოჯოხეთური 3 აგვისტოდან. დრო ვერ შველის ამ ტკივილს…“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე პოსტს აქვეყნებს

„ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, რაც თავს დაატყდა რაჭას, ულამაზესი ადგილი რომელიც 10 წუთში აღარ არსებობდა და რომელმაც რაჭაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანები შეიწირა …. ეს იყო და არის ტრაგედია რომელსაც დრო ვერ განკურნავს“ – წერს დავით ჯელაძე.

ცნობისთვის, შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 32-ის ცხედარია ნაპოვნი.

ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, რაც თავს დაატყდა რაჭას, ულამაზესი ადგილი რომელიც 10 წუთში აღარ…

Posted by David Jeladze on შაბათი, 03 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები