სამტრედიაში უბედური შემთხვევის შედეგად 4 წლის გოგონა დაიღუპა.
ბავშვი 11 ივლისს მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდა.
ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„სამწუხაროდ, ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს და დღეს დაიღუპა. უბედური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, მეოთხე სართულიდან გადავარდა, ყველა შოკში ვართ”, – აცხადებს ადგილობრივი.