ცნობილი იტალიელი დიზაინერისა და მეწარმის ლუკა ბალარინის შვილი საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შემთხვევა თხილამურებით სრიალისას მოხდა.
„პიეტრო საქართველოში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თხილამურებით სრიალებდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოუვიდა. ის ბედნიერი გარდაიცვალა, იმას აკეთებდა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა: მთებში თხილამურებით სრიალი. ეს ჩვენი ბოლო ფოტოა ერთად, იმ მრავალი მშვენიერი და ჰარმონიული მომენტიდან ერთ-ერთი“, – დაწერა ლუკა ბალარინიმ სოციალურ ქსელში.
მედიის ინფორმაციით, 20 წლის პიეტრო ბალარინის ცხედრის იტალიაში გადასასვენებლად საქართველოში მისი დედა იმყოფებოდა, ხოლო ცხედრის გადასვენება პარასკევს იყო დაგეგმილი.
ლუკას ბალარინი Torino Stratosferica-სა და Utopian Hours-ის დამფუძნებელია.
