ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ჯერ მსუბუქი ავტომანქანები, შემდეგ ხორბლით დატვირთული ტრაილერი შეეჯახა. დაზიანებულია 5 ავტომანქანა.
სააგენტოს ცნობით, დაჯარიმდა 2 ავტომანქანის მძღოლი. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია.