აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აშშ ნატოს მეშვეობით აწვდის.
მანამდე ცნობილი გახდა პენტაგონის გადაწყვეტილების შესახებ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შეიარაღების მიწოდების გაყინვის შესახებ, თუმცა კონგრესის მხრიდან კრიტიკის შემდეგ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
„ჩვენ ნატოს ვუგზავნით იარაღს, ნატო კი 100%-ით იხდის ამ იარაღისთვის. ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ გამავალი იარაღი ნატოში მიდის, შემდეგ ნატო ამ იარაღს [უკრაინას] მისცემს და ნატო ამ იარაღის საფასურს იხდის“, – განაცხადა ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ 14 ივლისს რუსეთთან დაკავშირებით „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებს.
მან არ დააკონკრეტა, თუ რა სახის განცხადებაზეა საუბარი.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანამ რუსეთის მხრიდან განხორციელებული შეტევებისგან თავის დაცვა შეძლოს.