LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ბიზნესსაქმიანობის შეჩერებას არ აპირებს

83

მილიარდერმა ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ არის ვალდებული ურთიერთობა გაწყვიტოს საკუთარ ბიზნეს იმპერიასთან, მას შემდეგ რაც მისი ინაუგურაცია შედგება.

დემოკრატი სენატორი მისი აქტივების ლიკვიდაციაზე რეზოლუციის ინიცირებას გეგმავს, იმის დასამტკიცებლად, რომ ის პრეზიდენტის ოფისიდან სარგებლის მიღებას არ აპირებს.

აქტივების ლიკვიდაციაზე სამართლებრივი მოთხოვნა არ არსებობს, თუმცა აშშ-ს წინა პრეზიდენტები მათ ბიზნესკავშირებს პრეზიდენტობის პერიოდში წყვეტდნენ.

“თეორიულად მე ჩემ ბიზნესს ძალიან კარგად ვუვლი და ასევე, კარგად მოვუვლი ქვეყანასაც”, – განაცხადა ტრამპმა NEW YORK TIMES-თან ინტერვიუში.

ფორბსის მიხედვით, ბიზნეს მაგნატის ქონება 500-ზე მეტ სფეროში, ამჟამად 3.7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

_92617772_036455410-1ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლოა, ვაშინგტონში ახლადგახსნილი სასტუმრო -Trump International-ია.

სასტუმრო ფედერალური მთავრობისგან იჯარით გაცემულ მიწაზე დგას. მას შემდეგ რაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს, ის როგორც მოიჯარე, ისე მეპატრონე ერთდოულად იქნება.

ცალკე საკითხია დონალდ ტრამპის შვილის ივანკა ტრამპის საერთაშორისო შეხვედრებზე დასწრება.

ამის გარდა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან ოფიციალურ შეხვედრაზე ბუენოს აირესში, მისტერ მაკრის ერთ-ერთი შენობის პროექტის დამტკიცება სთხოვა.

 

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები