LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი და სააკაშვილი ძალიან გვანან ერთმანეთს, ორივე მზადაა საკუთარი ძალაუფლების გულისათვის გაწიროს ქვეყანაც და ხალხიც -ირაკლი კაკაბაძე

281
BeFunky-collage (1)

„ტრამპი და სააკაშვილი ძალიან გვანან ერთმანეთს. ორივე მზადაა საკუთარი ძალაუფლების გულისათვის გაწიროს ქვეყანაც და ხალხიც”,-ასე ეხმიანება მწერალი ირაკლი კაკაბაძე 6 იანვარს, კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს.

“ტრამპი და სააკაშვილი ძალიან გვანან ერთმანეთს: ორივე მზადაა საკუთარი ძალაუფლების გულისათვის გაწიროს ქვეყანაც და ხალხიც. ორივე აქეზებს ხალხს წადით, ძალადობა ჩაიდინეთ და მერე მეც მოვალო. და არც ერთი არ მოდის მერე. ორივე მშიშარაა. რაც ვაშინგტონში მოხდა, ეს იყო ტერორისტული შეტევა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესზე. ამის ორგანიზატორები მკაცრად დაისჯებიან. ძალადობა მკაცრად დაისჯება. ტრამპი ჩაფლავდა, ისევე როგორც მისი სულიერი ძმა, სააკაშვილი. ყველა მოძალადე ავტოკრატი თუ ხლისტოკრატი ასევე ჩაფლავდება. იმარჯვებს არა ის, ვინც ძალაუფლებისთვის იბრძვის, არამედ ის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.

ეს კაცი, სააკაშვილის დროშით ვინღაა, იქნებ გამარკვიოთნ – თუ ესეც ტროლია, ნოვოროსიისკის თეატრიდან?”, – წერს ირაკლი კაკაბაძე.

6 იანვარს, აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს. კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი.

დონალდ ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g