აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ჩრდილოეთ კორეის დაფინანსებაში დაადანაშაულა. „დარწმუნებული ვარ, ირანი ჩრდილოეთ კორეას აფინანსებს. დარწმუნებული ვარ, ისინი ვაჭრობას აწარმოებენ ჩრდილოეთ კორეასთან, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეირანის ქმედებები ძირს უთხრის ირანთან მიღწეულ შეთანხმებას და ახლო მომავალში განცხადებას გააკეთებს აშშ-ს მიერ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „ირანი ცუდი მოთამაშეა, რომელსაც შესაბამისად უნდა მოექცე“.