ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონიას გამოეხმაურა. გამაჯვებულების გამოვლენის, სახალისო თუ ემოციური მომენტების შესახებ უკვე იცით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წლევანდელ ოსკარს შოუების ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. Nielsen-ის სატელევიზიო რეიტინგის მიხედვით, შოუ, რომელიც 3 საათსა და 53 წუთს გრძელდებოდა, საერთო ჯამში 26.5 მილიონმა მაყურებელმა ნახა.რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია. ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე სწორედ ეს მოვლენა შეაფასა.
“ყველაზე დაბალრეიტინგული ოსკარები ისტორიაში. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვარსკვლავები აღარ გვყავს – პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით (ვხუმრობ, რა თქმა უნდა)!”
Lowest rated Oscars in HISTORY. Problem is, we don’t have Stars anymore – except your President (just kidding, of course)!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 6, 2018