LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის დაუმთავრებელ პოსტს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

47

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაუმთავრებელი პოსტი გამოაქვეყნა. შეტყობინება სოციალურ ქსელში 30 მაისს, საღამოს 21:08 საათზე გამოჩნდა და ის ამ დრომდე არ წაშლილა.

„Despite the constant negative press covfefe…“ (მიუხედავად მუდმივი ნეგატიური კოვფეფე…) – ნათქვამია შეტყობინებაში.

ამერიკის პირველი პირისგან პოსტებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოსდევს, ამიტომ გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ აღნიშნულ წინადადებას ინტერნტეტში საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოეხმაურა:  ტრამპის სათქმელი 141 ათასზე ადამიანმა მოიწონა და 112 ათასზე მეტმა გაიზიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები