LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის გამოსამშვიდობებელი მიმართვა: ვტოვებ ამ დიდებულ ადგილს სიხარულით სავსე გულით… მადლობა და მშვიდობით

96
BeFunky-collage

დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 8 საათიდან დაიწყება. ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ადგილზე ეროვნული გვარდიის ათასობით წევრია მობილიზებული. ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ მიმართვას ავრცელებს.

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს, თეთრი სახლის თანამშრომლებს, მინისტრთა კაბინეტსა და სამართალდამცველებს მადლობას უხდის და ახალ ადმინისტრაციას წარმატებას უსურვებს.

ტრამპმა მიმართვაში საკუთარ მიღწევებზე ისაუბრა. ყველაზე დიდ მიღწევად ის დაასახელა, რომ პირველი პრეზიდენტია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია.

„განსაკუთრებით მეამაყება, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია,“- აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაგმო 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა.

„ყველა ამერიკელი შეაძრწუნა კაპიტოლიუმზე განხორციელებულმა თავდასხმამ. პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რასაც ჩვენ, როგორც ამერიკელები ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. ამის დაშვება შეუძლებელია“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, ის პირველ რიგში ამერიკისთვის, მისი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდა.

„მე ვიბრძოდი თქვენთვის, მე ვიბრძოდი თქვენი ოჯახისთვის, მე ვიბრძოდი ჩვენი ქვეყნისთვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვიბრძოდი ამერიკისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ის მხარს უჭერს : ეს არის უსაფრთხოება, ძლიერება, სიამაყე და თავისუფლება. მოძრაობა, რომელიც დავიწყეთ, მხოლოდ დასაწყისია. აქამდე მსგავსი არასდროს ყოფილა. იმის რწმენა, რომ ქვეყანა უნდა ემსახუროს თავის მოქალაქეებს, არ გაქრება, არამედ ყოველდღიურად მხოლოდ გაძლიერდება. ვიდრე ამერიკელი ხალხი გულით ატარებს ქვეყნისადმი ღრმა და ერთგულ სიყვარულს, ამ ერისთვის მიუღწეველი არაფერია. მადლობა და მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გამოსამშვიდობებელ მიმართვაში ტრამპმა აღნიშნა, რომ პოსტს ოპტიმისტური სუკისკვეთებით ტოვებს.

“ჩვენი რწმენა იქნება ძლიერი და ჩვენი მომავალი იქნება ნათელი როგორც არასდროს. მე ვტოვებ ამ დიდებულ ადგილს ერთგულებითა და სიხარულით სავსე გულით, ოპტიმისტური სულისკვეთებით და ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილებისადმი უზენაესი რწმენით. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“.  – აცხადებს დონალდ ტრამპი, რომელიც თეთრ სახლს 20 იანვარს, დილით დატოვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g