პრეზიდენტი ტრამპის „კედელი“ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლებისა და ღობეების კომპლექსი იქნება, მისი აშენება კი 21 მილიარდი დოლარი დაჯდება, ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. კედლის აშენებას 3 წელი დასჭირდება.
კედლის მიახლოებითი ღირებულება ბევრად მეტია, ვიდრე დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი არჩევნებამდე ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ სამშენებლო სამუშაოებისთვის 12 მილიარდი დოლარი იქნებოდა საჭირო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კედელი 2 ათასი კმ. სიგრძის იქნება და მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.