LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის მიერ შესაწყალებელი ინდაურები ფეშენებელურ სასტუმროში გადაიყვანეს

94

ამერიკელები მადლიერების დღის აღსანიშნავად ემზადებიან. ტრადიციულად თეთრ სახლის ვარდების ბაღში ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტი ორ ინდაურს შეიწყალებს. ფრინველები უკვე შეარჩიეს.  შეწყალების ცერემონიამდე  ორი ინდაური – დრამსტიკი და ვიშბონი სასტუმრო „ვილიარდ ინტერკონტინენტალში“ მიიყვანეს, სადაც შინაური ცხოველები ძვირად ღირებულ ნომერში დააბინავეს. მინესოტაში გაზრდილი ინდაურების მოგზაურობის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გაავრცელეს. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ინდაურებს შეიწყალებს, ისინი ვირჯინიის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაბინავდებიან.

თავად დონალდ ტრამპი მადლიერების დღეს ფლორიდაში მდებარე გოლფკლუბში ოჯახთან ერთად გაატარებს.

მადლიერების დღეს წელს აშშ-ში ხუთშაბათს, 23 ნოემბერს აღნიშნავენ.

 

https://www.youtube.com/watch?v=0BgfcHuFLWE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g