LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის ქამბექი: დგება კონკრეტული გადაწყვეტილებების დრო – უფრო საშინაო გეგმების კაცი

143
urnpublicidap.orgaa1c1129c1ac5b6

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში, ცოტა არ იყოს მოულოდნელად, შედარებით მარტივად მოიგო დონალდ ტრამპმა და ის მოლოდინი, რომ ბრძოლა ბოლო წამამდე თანაბრად გაგრძელდებოდა, არ გამართლდა. ევროპამ უკვე მიულოცა ტრამპს და თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა. ტრამპს მიულოცეს კონკურენტმა კამალა ჰარისმა და მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც, რომელმაც ხელმეორედ მობრუნებული პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში მიიპატიჟა და საქმეების გადაბარებას დაჰპირდა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მეორედ მოსული პრეზიდენტის გუნდში. წინასწარი ვარაუდები კეთდება, თუმცა თავად ტრამპს ჯერ არაფერი უთქვამს.

ძირითადად სწორედ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი, რომელმაც ასევე ისაუბრა
მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, სადაც მიუხედავად რუსეთის აქტიური ჩარევისა, 300-ათასიანი ემიგრანტების არმიის გადაძალვით, მაია სანდუმ საკმაოდ კომფორტულად გაიმარჯვა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის არჩევნები. უკვე არის საკმარისი შედეგები, რომ დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. ის მოულოდნელი უპირატესობით იმარჯვებს.
სენატშიც რესპუბლიკელებმა მოიპოვეს უპირატესობა და ექნებათ უმრავლესობა. სავარაუდოდ 54 მანდატი. ასევე შეინარჩუნეს კონგრესში უპირატესობა, მეტიც, გაიზარდა კიდეც. მოკლედ, ყველა შტოში რესპუბლიკური პარტიის სრული დომინირებაა.

ეკონომიკა იყო თემა, რომელმაც უპირატესობა მოუტანა ტრამპს. აღქმები და კონკრეტული მიმართულებით ფასების ზრდა აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორები, რამაც საბოლოო ჯამში ამომრჩევლებზე იმოქმედა.

საინტერესოა ამომრჩევლების სპექტრი: მამაკაცებმა დონალდ ტრამპს დაუჭირეს მხარი, ქალბატონების მხარდაჭერა სრული უპირატესობით კამალ ჰარისს ჰქონდა. ასაკობრივად ახალგაზრდები უფრო ჰარისის მხარეს იყვნენ. საშუალო განათლების მქონე ამომრჩევლებში გაიმარჯვა ტრამპმა. კოლეჯის და უფრო მაღალი განათლების მქონე ამომრჩევლებში უპირატესობა ჰქონდა ჰარისს.

კამალა ჰარისმა აღიარა არჩევნების შედეგები, იგივე მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, მაგრამ განაცხადა, რომ არასდროს შეწყვეტს ბრძოლას იმ იდეალებისთვის, რომლისთვისაც იბრძოდა.

როგორი იყო საერთაშორისო რეაქცია?
ევროპელმა ლიდერებმა ძალიან სწრაფად მიულოცეს ტრამპის გამარჯვება, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა. ყველამ განაცხადა, რომ მზად არიან თანაშრომლობისთვის.
განსაკუთრებული მილოცვა გაუგზავნა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მან განაცხადა, რომ ეს არის ისტორიული შემობრუნება, ე.წ. ქამბექი.

ახლა არის კონკრეტული ნაბიჯების, გეგმების და გადაწყვეტილებების მიღების დრო. ტრამპის პოლიტიკა იქნება უფრო იზოლაციონისტური, დაკავდება უფრო შიდა საქმეებით. ფოკუსი ექნება მიგრანტების პრობლემაზე. აცხადებს, რომ განათლების მხრივ აქვს სერიოზული გეგმები. ოვალურ კაბინეტში შესვლის პირველსავე დღეს მოაწერს ხელს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოკლედ, გეგმები არის დიდწილად საშინაო.

რაც ჩვენ და ევროპელებს გვაწუხებს, ეს არის ომი უკრაინაში. გვახსოვს ტრამპის განცხადებები, რომ ერთ დღეში განახორციელებდა ზარებს და დაასრულებდა ომს. მისი დევიზი იყო კიდეც – არ დაიწყებს ომებს, ის დასრულებს ომებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი აქვს, რომ როდესაც ახალ გუნდს მოიყვანს და სიღრმისეულად ჩაიხედავს ამ საკითხში, მიხვდება, რომ არ შეიძლება ახლა უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა.

ვიდრე ტრამპი შევა თეთრ სახლში, სადამდეც დარჩენილია ორ თვეზე მეტი (20 იანვარი), ბევრი აშშ-იც და ევროპაშიც მოუწოდებს ჯო ბაიდენს მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც აქამდეც უნდა მიეღო უკრაინასთან მიმართებით. უახლოეს დღეებში 6 მილიარდს გამოუყოფენ უკრაინას. ევროპელი ლიდერები, პოლიტიკოსები, ექსპერტები ბაიდენს ასევე მოუწოდებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის შეირაღების გამოყენების შეზღუდვები მოხსნას“.

ფოტო: seattletimes

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g