LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრამპმა გუშინ მკაფიოდ დაანახა ყველას, თუ ვის სურს ომი და ვის – მშვიდობა“ – კახა კალაძე

191
Untitled design (1)

„თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად, ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ ვინ დგას ომის და ვინ მშვიდობის მხარეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ომის დასრულება და მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება“ – სალომე ზურაბიშვილი

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის – გამოჩნდა, რომ გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ ომს ასე მარტივად არ შეელევიან“ – ირაკლი კობახიძე

„ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ვოლოდიმირ ზელენსკის გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა – მან მეტისმეტი მოინდომა“ – დონალდ ტრამპი

„ტრამპმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზი გაუსვა იმას, თუ ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა. რაც გუშინ ვიხილეთ, ისედაც ყველაფერი ცხადი და ნათელია. ამიტომ, განმარტებას არ გავაკეთებ. უფრო საინტერესოა, ამ პოლემიკის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ქვეყნის შიგნით ვიხილეთ უსამშობლო ადამიანების განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ ვის სურდა რეალურად ომი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ღიად ვამბობდით ყველაფერს. კერძოდ იმას, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სურს ომის წარმოება. ამით ისინი, რა თქმა უნდა, იღებენ სარგებელს, ფინანსურ კეთილდღეობას, მაგრამ ნადგურდება ქვეყნები, ქალაქები, სოფლები, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. ამის მაგალითია უმძიმესი ვითარება უკრაინაში. სრული კატასტროფა მივიღეთ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ყველაფრის დასრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან. ისინი თავიანთ კონკრეტულ ინტერესს ატარებდნენ სხვა ქვეყანაში და იგივე სურდათ საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას კარგ და ცუდ დროს“ – როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები თეთრ სახლში გამართულ უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრას

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს, უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“

მისი თქმით, ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსი ცრუობს და ამბობს, თითქოს არასდროს მოუწოდებიათ, საქართველო სანქციებს შეერთებოდა.

„გავიხსენებ ერთ მაგალითს, როდესაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს, ვინ, რა თქვა ამის საპასუხოდ – არსებობს არქივი და კარგად ჩანს, რომ მავანს ერჩივნა საქართველოში ბომბები ჩამოცვენილიყო. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს, საზოგადოება ნათლად ხედავს ყველაფერს. ჯანსაღად მოაზროვნე ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს სამშობლო, კარგად ხედავს, თუ რამხელა უბედურებას აარიდა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ნაადრევად დასრულდა, გაუქმდა პრესკონფერენცია, ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა

დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g