ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსახიობ რობერტ დე ნიროს დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი უწოდა. ეს განცხადება ტრამპმა ვარსკვლავის მიერ პრეზიდენტის მისამართით „ტონის“ დაჯილდოებაზე წარმოთქმული უცენზურო სიტყვების შემდეგ გააკეთა.
„რობერტ დე ნირო, ძალიან დაბალი IQ-ს მქონე ადამიანია. როგორც ჩანს, ფილმებში მას ნამდვილი მოკრივეებისგან თავში მას საკმაოდ ბევრი დარტყმა მიუღია“, – დაწერა ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, მან ნახა „ტონი“ და დარწმუნდა, რომ ამ დარტყმების შედეგად მსახიობი არ გამოკეთებულა. პრეზიდენტმა მას გამოღვიძებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ტონის“ დაჯილდოებაზე დე ნირომ ტრამპს პირდაპირ ეთერში შეაგინა.
Robert De Niro, a very Low IQ individual, has received to many shots to the head by real boxers in movies. I watched him last night and truly believe he may be “punch-drunk.” I guess he doesn’t…
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 12, 2018