LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა

75
rashkageyt-prichin-net-0

აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინის გამო რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პოლიტიკა კვლავ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ ინტერესებს და საგარეო პოლიტიკას.

ამის შესახებ საუბარია ოფიციალურ შეტყობინებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა. მათი განცხადებით, იმ პირების ქმედებები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრიან, ასევე რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა, მათ შორის კი ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია, აშშ-სთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც სანქციები კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

შეერთებულმა შტატებმა ყირიმის უკანონო ანექსიისა და დონბასში სამხედრო ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად 2014 წელს დააწესა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g