LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

104
Mandatory Credit: Photo by Evan Vucci/AP/REX/Shutterstock (10155748e)
President Donald Trump listens to a question during a meeting with Irish Prime Minister Leo Varadkar in the Oval Office of the White House, in Washington
Trump, Washington, USA - 14 Mar 2019

დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ განცხადება თავად ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ფინანსთა მინისტრს დავავალე მოხსნას ყველა სანქცია, რომელიც 14 ოქტომბრიდან დაუწესდა თურქეთს ქურთების წინააღმდეგ შეტევითი ქმედებების გამო. ამგვარად, სანქციები გაუქმდება, თუ არ მოხდება რაიმე ისეთი, რაც ჩვენ არ გვაწყობს“, – განაცხადა ტრამპმა.

„მე გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას, თუ ეს მოხდება” – ტრამპი ერდოღანს ემუქრება

ტრამპმა ამერიკის მნიშვნელოვან როლსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაში უდიდესი როლი ამერიკა- თურქეთის მოლაპარაკებამ იქონია და არა სხვა რომელიმე ქვეყანამ.

აშშ-მა თურქეთის თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ 15 ოქტომბერს განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g