LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპს ჩინური მანქანებისთვის 200%-იანი გადასახადის დაწესება სურს

126
ტრამპს ჩინური მანქანებისთვის 200%-იანი გადასახადის დაწესება სურს

დონალდ ტრამპმა ჩინურ ავტომობილებზე 200%-იანი გადასახადის დაწესების პირობა დადო. ასეთი ზომის მიღებას რესპუბლიკელი ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემთხვევაში იძლევა, რათა აშშ-ს ბაზარი უცხოელებისგან დაიცვას. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური საწარმოების მშენებლობას მხოლოდ მიესალმება.

გარდა ჩინეთისა, 200%-იანი გადასახადის დაწესებას ტრამპი იმ მანქანებისთვისაც აპირებს, რომელიც მექსიკის ტერიტორიაზეა აგებული. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური ბრენდები უკვე აშენებენ ქარხნებს, საიდანაც მანქანები საბოლოო ჯამში აშშ-ში მოხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა კონკრეტული კომპანიები არ დაასახელა, მსგავსი გეგმა აქვს კონცერნ BYD-ს.

თავისი გამოსვლის ფარგლებში ტრამპმა გააკრიტიკა აშშ-ს ელექტრომობილებზე გადასვლის სტრატეგიაც, რომლის ავტორიც ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები