ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა და საცხოვრებელ სახლს დაეჯახა.
ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. აქედან სამ მგზავრს საშუალო სიმძიმის დაზიანება აღენიშნება. რაც შეეხება ტრამვაის მძღოლს და კიდევ ერთ მგზავრს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა შემთხვევის მიზეზი.