LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანგენდერმა ქალებმა თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ შსს-ს მიმართეს – ფაქტზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო

294
ტამაზ ელიზბარაშვილი

რამდენიმე დღის წინ ძაღლების თავშესაფრის მეპატრონემ თამაზ ელიზბარაშვილს ტრანსგენდერმა ქალებმა უჩივლეს.

ტრანსგენდერი ქალები აცხადებენ, რომ ძაღლების თავშესაფრის მეპატრონის, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილიდან გაურკვეველი ტიპის იარაღით ესროლეს, შემდეგ კი თავად ელიზბარაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ტრანსგენდერ ქალთა თავშეყრის ადგილას გაჩერდა ავტომობილი, რომელიც იმ წუთას ვერ ვიცანით და ავტომობილის უკანა სალონიდან იარაღით ისროლეს, თუმცა არ ვიცი, რა იარაღი იყო, როგორი იყო, მაგრამ ასეთი თავდასხმები ძალიან გახშირდა.

როდესაც აღნიშნულ ავტომობილს დავეწიეთ, წარწერა ვიცანით და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ძაღლების თავშესაფრის მანქანა. საჭესთან კი თამაზ ელიზბარაშვილი დავინახე“, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მომხდარზე ტრანსგენდერმა ქალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

ელიზბარაშვილმა 16 ნოემბერს გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ტრანსფობიურ ლექსიკას იყენებს. როგორც ელიზბარაშვილი ჰყვება, სიტყვიერი შეურაცხყოფა თავდაპირველად ტრანსგენდერმა ქალებმა მიაყენეს.

„მე რომ დავდივარ. ძაღლებს რომ ვაგროვებ, ხშირად ჩემი პატარა ბავშვები დამყავს. ბიჭმა ეს გინება რომ გაიგო, სათამაშო პლასტმასის ფისტოლეტი ეჭირა ხელში და ის მიუშვირა და გაუტკაცუნა. ამაზე დაემართათ პანიკა და ბავშვს ესროლეს ფეხსაცმელი“, – აცხადებს ელიზბარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g