LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც 1 თვის წინ ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

381

ტრანსგენდერი ქალი, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ სასტიკად სცემეს და ყელი გამოჭრეს,გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებითტრანსგენდერ ქალთა ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

“როგორც ტრანსგენდერი ქალების თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყელაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს,  ტრანსგნდერი ქალების თემს და ზოგადად მის მეგობრებს.

მიგვაჩნია,  რომ ზიზი შეყელაძის საქმე უნდა გამოირჩეოდეს სამაგალითო დასჯის მექანიზმით რათა მოხდეს საქმეზე სწორი სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორციელება  ქვეყანაში დანაშაულებისა და ტრანსფობიური გარემოს აღმოფხვრის პრევენციის მიზნით.  ასევე მიგვაჩნია, რომ ზიზი შეყელაძის  საქმეზე სასამართლომ უნდა მოახდინოს შესაბამისი ადეკვატური რეაგირება და ბრალდებული პირი მიეცეს  კანონით დადგენილ პასუხისგებაში ხოლო სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინოს შესაბამისი გარემოებები და მიიღოს საქმეზე რელევანტური გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ორგანიზაციის წევრი  ტრანსგენდერი ქალების თემის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თმის წევრის და მეგობრის ზიზი შეყელაძის გარდაცვალების გამო,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები