LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანზიტის საფასურად “გაზპრომისგან” საქართველო ისევ გაზს მოითხოვს

44

ქართულმა მხარემ „გაზპრომს“ შესთავაზა გაზის ტრანზიტის ანაზღაურება ისევ გატარებული ნედლეულის 10%-ით მოხდეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, შესთავაზება „გაზპრომს“ ოფიციალურად უკვე გადაეგზავნა.

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 500 მლნ კუბური მეტი გაზი აზერბაიჯანიდან წამოვიღოთ. ამიტომ „გაზპრომიდან“ დამატებითი მოცულობების წამორების საჭიროება აღარ გვაქვს,“ – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა მოლაპარაკების მორიგი რაუნდი „გაზპრომთან“, რადგან ამ ეტაპზე ქართული მხარე რუსული კომპანიის პასუხს ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g