დამოუკიდებელ ტრეიდერთა კლუბი Wealthy Traders Club-ი დაინტერესებულ პირებს ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობასთან დაკავშირებით, პროფესიონალურ კონსულტაციებს და საქართველოში პირველ სავაჭრო დარბაზს (Trading Room), ასევე სტრატეგიების დახვეწა-დამუშავებას და პირველ ონლაინ სკოლას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” Wealthy Traders Club-დან აცნობეს, მიმდინარე თვეში კლუბი გაერთიანდა საერთაშორისო უმსხვილეს ტრეიდერთა კლუბთან – FX Cartel-თან, სადაც რეგისტრირებულია 1500-ზე მეტი წევრი.
”FX Cartel-თან გაერთიანების შემდგომი ნაბიჯი იყო წარმომადგენლობითი ხელშეკრულების გაფორმება კომპანია Gerchik & Co-სთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენი კლუბისთვის, ასევე საქართველოში ვაჭრობის განვითარებისთვის. Gerchik & Co წარმოადგენს უმსხვილეს საბროკერო ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია ალექსანდრე გერჩიკას მიერ – ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სანდო ტრეიდერი, რომელიც მონაწილეობდა WallStreet Warriors-ის პროექტში. ალექსანდრე გერჩიკის, როგორც დამფუძნებლის მიზანი იყო შეექმნა რეალურად ყველაზე სანდო და ხარისხიანი საბროკერო ორგანიზაცია, რომელზეც ოცნებობდა მსოფლიოს ტრეიდერთა უმრავლესი წილი. Gerchik & Co-მ ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველოში, ეს არის უდიდესი ნაბიჯი ვაჭრობის განვითარებისთვის. ფორექსი ბროკერი Gerchik & Co-ს მიზანია – პატიოსნება, საიმედოობა და პროფესიონალიზმი” – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, “Gerchik & Co“ და „Wealthy Traders Club” გაერთიანდნენ და საქართველოში ერთობლივად ახორციელებენ სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირების ტრენინგებსა და მომზადებას.
დამოუკიდებელ ტრეიდერთა კლუბი Wealthy Traders Club-ი დაფუძნდა 2014 წელს, ფინანსურ ბაზრებზე მოვაჭრე ტრეიდერთა ჯგუფის მიერ.