LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრევის სკოტმა კაილი ჯენერზე ქორწინების შესახებ ისაუბრა

rs_1024x682-180820200413-1024-kylie-jenner-travis-scott-082018

ხმები ტრევის სკოტისა და კაილი ჯენერის საიდუმლო ქორწინების შესახებ უკვე დიდი ხანია დადის, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ აქამდე არ გავრცელებულა.

ამ დღეებში, ,,როლინგ სტოუნთან” ინტერვიუში, რეპ-შემსრულებელი გამოტყდა, რომ დაქორწინებას სულ მალე აპირებს.
,,პირველ რიგში ფეხზე მყარად უნდა დავდგე, რადგან მინდა, რომ ხელის თხოვნა ძალიან მაგარი იყოს”, – ამბობს 26 წლის ვარსკვლავი.
როგორც ჩანს, ახალგაზრდა არტისტი ამ ღირსშესანიშნავი მოვლენისთვის განსაკუთრებულად ემზადება. უნდა აღინიშნოს, რომ ტრევისს სხვა გზა არც აქვს თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი რჩეული აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ცნობადი სახეა.
საინტერესოა, რომ სკოტმა იმის შესახებაც ისაუბრა, რომ წყვილის ურთიერთობის დასაწყისი სერიოზული არ იყო. რეპერი გამოტყდა, რომ მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გააცნობიერა გოგონას მნიშვნელობა მის ცხოვრებაში.
შეგახსენებთ, რომ ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი ერთმანეთს 2017 წლის აპრილიდან ხვდებიან. მათი საერთო შვილი, რომელსაც შტორმი დაარქვეს, ქვეყანას მიმდინარე წლის 1 თებერვალს მოევლინა.

 

View this post on Instagram

 

thankful.

A post shared by Kylie (@kyliejenner) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები