თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟურნალი „Forbes“ ასი წლის იუბილე ქართული კომაპნიების დაჯილდოებით აღინიშნა.
წლის საუკეთესო ხუთ კამპანიას შორის დასახელდა „თრიფექსი“, რომელიც გამარჯვებულად კატეგორიაში „Forbes Social Impact” დასახელდა.
„თრიფექსი“ ხეების დარგვის ინოვაციური პლატფორმაა. იდეის ავტორებს სურდათ ადამიანებს მაქსიმალურად გაეცნობიერებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია სამყაროს გამწვანება. სწორედ ამიტომ „თრიფექსმა“ რამდენიმე თვის წინ ვირუსული კამპანია წამოიწყო. გადაიღეს სარეკლამო რგოლი ეგრეთწოდებულ ჰაერის გამწმენდ სასუნთქ აპარატზე.
გამოგონებამ ყურადღება მსოფლიო მასშტაბით მიიქცია. უამრავი გამოცემა თუ გადაცემა ალაპარაკდა ქართველი „გამომგონებლების“ მიერ შექმნილ მოწყობილობაზე.
რამდენიმე თვიანი აქტიური მსჯელობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აპარატი მხოლოდ, სიმულაცია იყო და კამპანიის დასასრულს „თრიფექსის“ მთავარი გზავნილი გამჟღავნდა-„ჩვენ არ გვჭირდება ხელოვნური მოწყობილობა, რომ ვისუნთქოთ-ჩვენ გვჭირდება ტყე“.
„თრიფექსის“ დამაარსებლები ლაშა კვანტალიანი და ბაჩო ხაჩიძე არიან. ხანძრის შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყის ტერიტორიის აღდგენა მათი მთავარი მიზანია.
„თრიფექსი“ მთელ მსოფლიოს მოუწოდებს ხეები, სწორედ ბორჯომის ტყეში დარგონ. „ჩვენი მიზანია სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე და გვინდა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“-ამბობენ „თრიფექსის“ დამაარსებლები.
ნახეთ ჩვენი სტატია თრიფექსზე უფრო ვრცლად: ქართველებმა მსოფლიო გააცურეს – რა არის რეალურად treepex?