ჯონ კრასინსკის თრილერმა „ჩუმი სახლი“ საპრემიერო უქმეებზე 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზია.
17 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმისთვის ეს საკმაოდ წარმატებული სტარტია.
მეორე ადგილზე სტივენ სპილბერგის ფანტასტიკური ფილმი „პირველი მოთამაშე მოემზადოს“ იმყოფება, რომელმაც გამოსვლიდან პირველ უიქენდზე 25 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
