LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრიო ალილო სიმღერის პრემიერით

11

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ტრიო „ალილო“ ესტუმრა. მისი წევრები არიან: ლაშა ღლონტი, აჩიკო ბერიძე და სანდრო კობახიძე. ტრიომ პირდაპირ ეთერში ცოცხლად იმღერა. ასევე, ახალი სიმღერის პრემიერაც შედგა.

 

ახალი სიმღერა მოგვიტანეთ, თუმცა, სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მანამდე თქვენს სიახლეებზე მოგვიყევით…

 

ანსამბლი „ალილო“ ძალიან აქტიურია, ახალ რეპერტუარზე ვმუშაობთ. აჩიკო და სანდრო ჩვენი ახალი წევრები არიან, ისევე როგორც საბა კემულარია. ამ ბიჭებთან მე „ალილოს“ გარეშეც მქონდა ურთიერთობა, აჩიკო ჩემი თანაქალაქელია, სანდრო კი ჩემი მეგობრების შვილია. მოვიდნენ ჩვენთან და გაგვამდიდრეს, გაგვახარეს. „ალილოში“ სახელდახელო ტრიო შეიქმნა, არის ასევე კვარტეტიც და რა თქმა უნდა ანსამბლი.

 

ტრიო „ალილოს“ როგორი რეპერტუარი აქვს?

 

ძალიან საინტერესო სიმღერას „ვაცხობთ“, უცხოური სიმღერაა, ყველასთვის ნაცნობი, მაგრამ ქართულ „მუღამში“ გაკეთებული. თუმცა ჯერ დეტალებზე არ ვისაუბრებ. ეს იქნება შოკი. „ზაფხულის ცხელი სიზმრები“ დავარქვით სიმღერას და რა თქმა უნდა მალე იქნება მისი პრემიოერა. გვინდა, რომ ცოტა გავხალისდეთ.

 

ლაშა, ტურნეს მართავ…

 

საინფორმაციო მხარდაჭერი „არ დაიდარდოა“. უცხოეთში ხშირად ვმოგზაურობ, მაგრამ გადავწყვიტე საქართველოს ყველა რეგიონში ჩავატარო კონცერტი. ზოგჯერ ჩემი ბიჭებიც ჩემთან ერთად არიან. გვეხმარებიან ადგილობრივი კოლექტივებიც. უახლოეს მომავალში მე და აჩიკოს ბათუმში გვაქვს კონცერტი.

 

„ახალ ტალღაზეც“ გვესაუბრეთ…

 

დაწინაურებულ ადგილზე ვარ, სევდიანი სიმღერა, თუმცა სასიამოვნო. პროექტს მივესალმები. რამდენჯერმე გავიზიარე, მაგრამ ხვეწნები და მუდარები არ არის საჭირო. მამუკა ჩარკვიანის სიმღერის გამო უფრო ვაქტიურობ, მინდა, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს მისი სიმღერები. კონკურსში ჩემი მეგობრები მონაწილეობენ და მათ ვგულშემატკივრობ.

 

ახალ სიმღერაზე მოგვიყევი…

 

„ძველი ჰანგი“ – ასე ქვია ამ სიმღერას. აჩიკოს სიმღერაა, მან გვასწავლა. მთელი საქართველო მღერის ამ სიმღერას, პრემიერის შემდეგ კი უფრო შეიყვარებენ. ნოდარ გიგაურის სიმღერაა, დოდო გვიაშიანს ეკუთვნის ტექსტი. ტრიო „აკორდი“ მღეროდა წინათ. ბატონი ნოდარის ოჯახის წევრები გამოგვეხმაურნენ და ძალიან გვიხარია. გაიხსენეს ის პერიოდი, როდესაც შეიქმნა ეს სიმღერა. ზუსტად ის ემოცია და მუხტი დევს ახლაც, რაც სიმღერის შექმნის პროცესში იყო. გიტარის გარდა არაფერი მოუხდა ამ სიმღერას, ამიტომაც გიტარის თანხლებით ჩაიწერა. სტუდია „ხარებაში“ ჩავწერეთ.

ტრიო ალილო – ძველი ჰანგი

AudioTRIO ALILO – DZVELI HANGI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audioradio Dueti. Trio Alilo new


ტრიო ალილო – დრო სწრაფად გადის. Live

ტრიო ალილო. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები