„რადიო დუეტის“ სტუმრები „ტრიო ბალადა” და მათი პროდიუსერი მაიკო ღუღუნიშვილი იყვნენ. ექვსწლიანი ისტორიის მქონე ტრიო უკვე შეცვლილი შემადგენლობით გამოჩნდა ასპარეზზე და საკმაოდ დიდი სამომავლო გეგმები აქვს.
ტრიოს მუსიკალური ხელმძღვანელი მუსიკოსი ნანა კალანდაძეა, სწორედ მისი, ყველასათვის საყვარელი სიმღერის ახლებური ვერსიის პრემიერა გაიმართა „არ დაიდარდოს“ ეთერში. როგორც აღმოჩნდა „ტრიო ბალადას“ შემოქმედების ერთ-ერთი მიმართულებაა ცნობილი ტრიოების რეპერტუარების გაცოცხლებაა და ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ.
უახლოეს სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ტრიოს პროდიუსერმა მაიკო ღუღუნიშვილმა აღნიშნა, რომ გაზაფხულის მიწურულს სალონური კონცერტი გაიმართება, რომელიც ”ტრიო ბალადას” შემოქმედების პრეზენტაციას მიეძღვნება.
