ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო დუდუკი ქალები” საზაფხულო პაუზის შემდეგ, 30 წლის ისტორიის მქონე ,,ტრიო სიმი” სტუმრობდა . მათ გადაცემის ფარგლებში სამი ახალი სიმღერის პრემიერა შემოგვთავაზეს, ცოცხლად შეასრულეს ყველასთვის საყვარელი სიმღერები და ტრიოს შემოქმედებითი ცხოვრების ისტორიები გაგვანდეს …
როგორ დაიწყო ყველაფერი, მოგვიყევით ,,ტრიო სიმის” შექმნის ისტორია?
ჩვენ ძველი ,,გეპეელები” ვართ , ყველაფერი დაიწყო კაპელიდან, შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ტრიო, გვეთქვა ჩვენი სათქმელი და იმის შემდეგ აგერ 30 წელია მოვდივართ ერთად. 90-იან წლებში მახსოვს ვმღეროდით მხოლოდ ჩვენ, როდესაც ჩამოდიოდნენ სტუმრები აბსოლუტურად ყველას ჩვენ ვმასპინძლობდით, ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვება რომ დაიწყებოდა და იტყოდნენ – ,,დღეს საქართველოში სტუმრად არის…” , უკვე ვიცოდით , რომ საღამოს ჩვენც იქ უნდა ვყოფილიყავი. თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება , ამინდს ვქმნიდით სწორედ ჩვენ. ნატო გელაშვილის სიმღერებით დავიწყეთ ჩვენი რეპერტუარის განახლება და შემდეგ ბევრ კომპოზიტორთან გვქონდა ურთიერთობა.
,,ტრიო სიმს” ახალი წევრი ყავს, მერაბ ვარდოსანიძე , გვითხარი შენი შინაგანი ემოცია როდესაც ეს შემოთავაზება მიიღე…
ბედნიერი კაცი ვარ რომ აქ ვარ, ალბათ სიზმარშიც ვერ ვნახავდი ვერასოდეს ამას. ცოტა მეუხერხულება კიდეც, დიდი მწუხარება მინდა გამოვთქვა ბატონი რეზო გელაშვილის გარდაცვალების გამო და მადლობა ამ დამიანებს ნდობისთვის , მაქსიმალურად ვეცდები ეს ნდობა გავამართლო.
ზურა ცქიტიშვილი:
რეზოს წასვლის შემდეგ არც სიმღერა გვინდოდა და არც არაფერი, შემდეგ ბევრი გვეუბნებოდა რომ უნდა გაგვეგრძელებინა, რეზო თავად ამბობდა სიმღერა ჩემი ავადმყოფობააო და ჩვენც ასე ვართ. გვჯერა, რომ რეზოსაც გაუხარდება იმ ქვეყნად ეს ამბავი.

სამი ახალი სიმღერის პრემიერა გვაქვს დღეს, დავიწყოთ ,,ჩონგურით”…
სიტყვებია არის აკაკი წერეთლის, მუსიკა კი მაცაცო სებისკვერაძეს ეკუთვნის. ქალბატონმა მაცაცომ სპეციალურად ჩვენთვის, 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგვიწერა ეს სიმღერა, ჩაიწერა ,,ბრავო სტუდიაში” , შესულია საიუბილეო ალბომში, არც ერთ რადიოში არ გაჟღერებულა ამ დრომდე.
კიდევ ერთი რადიო პრემიერა, ამჟერად ,,მუხამბაზი”…
,,მუხამბაზი” მარიკა კვალიაშვილს ეკუთვნის, ეს სიმღერა იყო ერთ ერთი პირველი , რომელიც ძველი შემადგენლობით ვიმღერეთ. საოცარ აკომპანიმენტს გვიკეთებდა ხოლმე ნუცა ჯანელიძე, არც ერთ ჩვენს საღამოს არ ჩაუვლია ამ სიმღერის გარეშე . ამჯერად გაორკესტრებულ ვერსიას შემოგთავაზებთ.
გემრიელი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის , ,,სიყვარულის ნაღველი” …
ეს სიმღერა ჩვენი მეგობრის, ავთო შარვაძის ბოლო სიმღერაა, ტექსტიც და მუსიკაც მას ეკუთვნის, ჩაიწერა ”ბრავო რექორდსში ” 2013 წელს . ბოლოს , მადლობა მინდა ყველა კომპოზიტორს, ტექსტის და არანჟირების ავტორებს მადლობა ვუთხრა, მადლობა მსმენელს რომ ჩვენი ერთგულია .
მადლობა სტუმრობისთვის …
ტრიო სიმი – ჩონგური
ტრიო სიმი – მუხამბაზი
ტრიო სიმი – სიყვარულის ნაღველი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ტრიო სიმი – ღვინის აღმართი. Live
ტრიო სიმი – ცისფერი კესანები. Live
ტრიო სიმი – რა გინდოდა. Live
ტრიო სიმი. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”.18.09.2019. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები


